მოკლე შინაარსი: უფროსკლასელი ტომის, რომელიც ავსტრალიის პატარა ქალაქში ცხოვრობს, კომპოზიტორობა სურს. ერთხელ, ავტომობილის ცუდად მართვის გამო პოლიციის განყოფილებაში აღმოჩნდება. სასამართო მიუსჯის საზოგადოებრივ სამუშაოებს ადგილობრივი ციხის პატიმრებთან ერთად. ტომის თავში იდეა მოუვა შექმნას ორკესტრი და გამოვიდეს ციხის მუსიკალური კოლექტივების ეროვნულ ფესტივალზე..
მოკლე შინაარსი: ფილმის მთავარი გმირი – დიდი კომპოზიტორი არ არის, არამედ შემთხვევით მისი სახელით დარქმეული უსაყვარლესი სენბერნარი. ბეტჰოვენი ლეკვიიყო, როდესაც დაუმეგობრდა ბავშვებთან და მათ დედასთან – მხოლოდ მამა მხიარულ და მოუსვენარ ახალ ბინადარს ვერ ეგუებოდა.
მოკლე შინაარსი: აპოკალიპსური ხილვებით გატანჯულმა ფილმის მთავარმა გმირი, ახალგაზრდა ქმარმა და მამამ უნდა გადაწყვიტოს დაიცვას ოჯახი მოახლოებული შტურმისგან თუ საკუთარი თავისგან...
მოკლე შინაარსი: მეგ ოლტმანი ქალიშვილთან სარასთან ერთად შევიდა თავის ახალ ნაყიდ სახლში, რომელიც ადრე მილიონერს ეკუთვნოდა. კარგი სახლი, კარგ რაიონში, თითქოს იდეალური საცხოვრებელი ადგილია. ყველაფერთან ერთად სახლს აქვს ეგრე წოდებული "ავარიული ოთახი" რომელშიც შეიძლება დაიმალო, თუ სახლში ქურდები შემოიჭრა.იმის შემდეგ, როგორც რკინის კარი დაიკეტება, ოთახში შღწევა შეუძლებელი ხდება.
მოკლე შინაარსი: სკოლის მასწავლებელს - ბენს უყვარდება წარმატებული ბიზნესვუმენი ლინდსი. მიუხედავად იმის, რომ ისინი ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ეს წყვილი იდეალურად გამოიყურება. მათი რომანი მთელი ზამთარი გრძელდება, და მხოლოდ გაზაფხულის მოსვლის მერე ლინდსი გებულობს ბენის გატაცებაზე - ბეისბოლზე. ეხლა მას მოუწევს შეეჯიბროს მთელ ბეისბოლისტების გუნდს საყვარელი მამაკაცის გულისთვის. ვინ გაიმარჯვებს ამ რთულ თამაშში?..
მოკლე შინაარსი: ნიუ-იორკი, 1863 წელი. 'ამერიკული ოცნების' ქალაქის ღარიბ ველურ რაიონებში მხოლოდ ერთი კანონი მოქმედებს - ძალის კანონი. აქ ყველანაირი იარაღი გამოიყენება, არავინ არ ითვლის და არ დასტირის დაღუპულებს. ერთერთ სასტიკი შეტაკების დროს მეთაურის ხელით 'მკვიდრი ამერიკელების' - ზედმეტსახელად ყასაბი ბილი - იღუპება 'ირლანდიელების' ბანდის წინმძღოლი - ველონი.
მოკლე შინაარსი: მაიკალი 24 წლისაა, და თითქმის მთელი სიცოცხლე გაატარა ინვალიდების სახლში, სადაც აღმოჩნდა ბავშვობაში გადატანილი ცერბერალური პარალიჩის შემდეგ. ის გაეცნობა კლინიკის ახალ პაციენტს – რორი ო'შის, რომელიც ინვალიდის ეტლს კუნთების ატროფიამ მიაჯაჭვა. მაიკლივით ის თითქმის ვერ მოძრაობს, მაგრამ ეს არ უშლის რობინს ხელს სიცოცხლით დატკბობაში.
მოკლე შინაარსი: ფილმი ორი ახალგაზრდის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც სხვადასხვა სამყაროში ცხოვრობენ. ბაბი – საშუალო ფენას მიეკუთვნება, ის სიკეთეს და უმანკოებას ასხივებს. ჰაჩი – კი მეამბოხე სულის პატრონია, იმპულსური, რისკი და საფრხთე ყოველთვის თან სდევს, მუდმივად ჩხუბში და მოტოციკლეტით არალეგალურ რბოლებშია ჩართული. ამ ორი ადამიანის შეხვედრა წარმოუდგენელი იყო, მაგრამ გარდაუვალი... და მათ შორის დიდი სიყვარული იფეთქებს...
მოკლე შინაარსი: ფილმის მთავარი გმირი ისეთი ლაქლაქა ადამიანია, რომლის მსგავსი მეორე არ მოიძებნება. ერთხელაც ეს ყბედი იგებს, რომ ხმამაღლა ათასი სიტყვის თქმის შემდეგ ის აუცილებლად მოკვდება...
მოკლე შინაარსი: საკმაოდ აქტიური წელი ცნობილი მსახიობის, ხოაკინ ფენიქსის ცხოვრებაში, რომელიც ნომინირებული იყო ”ოსკარზე”. 2008 წელს მან განაცხადა, რომ კინო-კარიერას თავს ანებებდა, რადგან მუსიკით დაკავებულიყო. ჩვენ ვხედავთ მას თავის სახლში: ეწევა, ერთობა, ფილოსოფოსობს აფლეკთან და ცნობილ ადამიანებზე აკეთებს კომენტარებს..